3-5 მაისს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე 3-5 მაისს სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპნია ეტაპობრივად განახორციელებს.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, ვლადიკავკაზ-თბილისის დ700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე მ/წ 3-5 მაისს სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მილსადენის 199.6-200.7კმ არსებული კოროზირებული მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდება, ხოლო 211.2 კილომეტრზე ახალი სახაზო ონკანი დამონტაჟდება.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 3 მაისის 05:00დან 5 მაისის 07:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება მუხიანის I, II, III, IVა და IV ბ მიკრორაიონებს, ასევე გობრონიძის ქუჩასა და მუხიანის აგარაკებს (ნოზაძის, გამარჯვების, სამეგრელოს, იაკობის, გრემის, მუხის, კალოუბნის, დაისის, საზანოს, 26 მაისის, ბორჯომისა და ალავერდის ქუჩებს, ვარდისუბნის ქუჩას მიმდებარე ჩიხებით).

მ/წ 3 მაისის 05:00დან 5 მაისის 07:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეწყდება თემქაზე -ავშნის, ნუშის, მონადირის, ფირცხალავას, ანტონ II-ის, გაგილაძის, ფრანგიშვილის, ზღვის, ექიმების, ავალიშვილისა და ისააკიანის ქუჩებზე.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, მ/წ 3 მაისის 05:00დან 5 მაისის 07:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გლდანის I მ/რ-ის IIIა და IVა კორპუსებს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპნია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2022
ანაიტ ვოსკანიანი - სომხეთი მსოფლიოს ყველა ტიპის ტურისტისთვის მიმზიდველი ქვეყანაა
PSP-ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია
ბაზისბანკმა ბიზნესში 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა
„ლისი ინტელიგენციის“ განვითარებისთვის დახარჯული ჯამური ინვესტიცია 1 500 000 ლარს უტოლდება
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა