„არემჯის“ მხარდაჭერით, სარაგბო კლუბ „ყოჩების“ 12 წლამდელთა გუნდი მონაკოში დაგეგმილ სარაგბო ფესტივალზე გაემგზავრება

„არემჯის“ მხარდაჭერითა და მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის ორგანიზებით, სარაგბო კლუბ „ყოჩების“ 12 წლამდელთა გუნდი, 4-8 მაისს მონაკოში დაგეგმილ სარაგბო ფესტივალზე მიემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „არემჯის“ მხარდაჭერით, პატარა ყოჩების გუნდი მონაწილეობას მონაკოში, ერთ-ერთ მასშტაბურ, წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირში მიიღებს, სადაც საქართველოს სახელით იასპარეზებს.

საიუბილეო რიგით მეათე თასზე მონაწილეობას, ყოჩების გუნდი 15 კაციანი შემადგენლობით, მათ შორის, 4 ბოლნისელი მორაგბით მიიღებს.

„ბავშვებისთვის, დამწყები სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ტურნირი, რომელზეც ჩვენი პატარა ყოჩები მიემგზავრებიან, მონაკოს პრინცესის ეგიდით ტარდება. მონაკოს პრინცესა შარლენის როლი ბავშვებში სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივების კუთხით უმნიშვნელოვანესია. ის მსოფლიო მასშტაბით რაგბის მიმართულების განვითარებას მხარში უდგას და პატარა მორაგბეებს ეხმარება, სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო მეტად შეიყვარონ. ჩვენ მონაკოს პრინცესასთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს და მის ფონდთან აქტიურად ვთანამშრომლობთ,’’ - განაცხადა რაგბის კლუბ „ყოჩების’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, თეიმურაზ გაფრინდაშვილმა.

„არემჯიში“ აცხადებენ, რომ კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობა სპორტის, მათ შორის, რაგბის მხარდაჭერას აქტიურად ითვალისწინებს.

„ვცდილობთ სპორტის ეს სახეობა მთლიანად მოვიცვათ. ვართ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების 2022 წლის სეზონის ოფიციალური მატჩების ტრანსლაციების სპონსორები, 2019 წლიდან სარაგბო კლუბ „ბოლნისი ყოჩების“ გენერალური სპონსორები და წლებია ბოლნისის რაიონში საბავშვო რაგბის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობაში აქტიურად ვართ ჩართულები. ვფიქრობთ, რომ ეს ვიზიტი პატარა სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და საინტერესო გამოცდილება იქნება,“ - განაცხადა „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნატალი ნოზაძემ.

მონაკოს პრინცესის თასი, პრინცესა შარლენის ფონდის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ტურნირია და ყოველწლიურად, მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 500-მდე ბავშვი იღებს მონაწილეობას.

მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის მისიაა მშვიდობიანი მსოფლიო შექმნას, სადაც ყველა ბავშვს შეეძლება უსაფრთხო გარემოში განვითარდეს და ისწავლოს. სწორედ ამ მიზნისთვის, 2012 წლიდან დღემდე, ფონდის ორგანიზებით არაერთი პროექტი ხორციელდება და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამით 900 000-მდე ბავშვმა ისარგებლა. მათ შორის: ცურვის შესწავლა, წყლის უსაფრთხოება, სპორტის სახეობების შესწავლა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი