უკანონო თევზჭერის გამოვლენის მიმართულებით ღონისძიებები გაატარეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის გამოვლენის მიმართულებით ღონისძიებები გაატარეს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე რიონის კალაპოტის დათვალიერებისას, უმეთვალყურეოდ მიტოვებული 3 ერთეული ე.წ. ხოლიხი ბადე და სხვადასხვა ადგილას ჩაკიდებული 15-30 მმ ზომის ნემსკავებით აღჭურვილი 50 ერთეული ანკესი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საწირის ტბის ტერიტორიაზე გამოვლენილია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 7 ერთეული, დაახლოებით 900 მეტრი სიგრძის ე.წ. სახლართი ბადე.

„ღონისძიებები დედაქალაქშიც გატარდა. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის ზღვაზე, ჯამში, დაახლოებით 800 მეტრამდე სიგრძის ე.წ. სახლართი ბადე ამოიღეს.

სამართალდარღვევებზე შესაბამისი დოკუმენტაცია შედგა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს