29 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით თბილისში ამერიკული სტეიკის ფესტივალი ტარდება

29 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით თბილისში ტარდება ამერიკული სტეიკის ფესტივალი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტეიკის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით „გასტრონომის“ ფილიალებში.

ამერიკული ორგანიზაციების, USMEF-ისა და U.S. Beef Checkoff-ის მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში „გასტრონომის“ ყველა ფილიალში, 2 ნაჭერი სტეიკის შეძენისას, საჩუქრად წითელი ღვინო გადმოგეცემათ.

აშშ საქონლის ხორცის ექსპორტისა და წარმოების მოცულობის კუთხით მსოფლიოს პირველ სამეულში შედის. აშშ-ში მესაქონლეობა მაღალ დონეზეა განვითარებული. საქონლის დაბადებიდან მის დაკვლამდე და შემდგომ ხორცის გასაყიდად გაშვებამდე - ყველა საფეხური მკაცრად კონტროლდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ფერმერს სწორედ ამ მკაცრი რეგულაციების დაცვა უწევს, რათა ხორცის რეალიზაციის უფლება მიეცეს.

გასტრონომი ექსკლუზიურად სთავაზობს თავის მომხმარებელს ამერიკული წარმოების უმაღლესი კატეგორიის სტეიკის ნაჭრებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა