კიკეთში ახალი თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი დამონტაჟდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 4 241 336 ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარის გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, რადარის მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია VAISALA.

„სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების იდენტიფიცირება, ადრეული გაფრთხილების და მონიტორინგის ეფექტიანი სისტემების შექმნა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტრო, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს დაკვირვების ქსელის გაუმჯობესებისთვის. დღეს, ქვეყანას უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარები, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციისა და გაფრთხილებების შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, ანალოგიური რადარი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა, რომელიც ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში გაეშვა დააღნიშნული რადარის მეშვეობით, სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ არაერთი გაფრთხილება გაიცა მოსალოდნელ არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე, რაზეც საგანგებო სიტუაციების სამსახურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარებით ქვეყნის აღჭურვა საშუალებას იძლევა დამოუკიდებლად მოხდეს წინასწარი პროგნოზირება, როგორც მეტეოროლოგიური პირობები, ასევე წინასწარ განისაზღვროს სტიქიური მოვლენების დროს მოსალოდნელი საფრთხეები.

სამინისტროს ინფორმაციით, მწვანე კლიმატის ფონდის მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მონიტორინგის ქსელის გაფართოება, რისთვისაც დამონტაჟდება ახალი ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური სადგურები. ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების ზონირების რუკები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას და უზრუნველყოფს ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო