რევაზ სოხაძის ინიციატივით და SEU-ს მხარდაჭერით, ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მხარდაჭერით, ვარკეთილი 3-ის, III ა მიკრო რაიონში მდებარე სკვერში, გამწვანების აქცია გაიმართა. ტერიტორიაზე არიზონას კვიპაროსის 125 ნერგი დაირგო, რომელიც დედაქალაქს საჩუქრად საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ გადასცა.

დედაქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, რევაზ სოხაძემ SEU-ს სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სწორედ სხვადასხვა კერძო კომპანიების მხარდაჭერით, ვარკეთილში, გამწვანების აქციები სისტემატურად მიმდინარეობს.

„მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არიზონას კვიპაროსის ნერგები საჩუქრად გადმოგვცა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან და ჩვენ, ყველანი ერთად, ვიზრუნებთ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს ცნობით, ვარკეთილის გამწვანების აქციაში მონაწილეობა საკრებულოს წევრებმა, ნიკოლოზ კახეთელიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ, პარლამენტარმა ირაკლი ზარქუამ, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ასევე ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა