გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს, არც ახლობლებს - ოჯახის წევრებს და ახლობლებს კარგი იქნებოდა ასეთი ძლიერი შთაგონება სააკაშვილზე მაშინ მოეხდინათ, როცა დანაშაულებს სჩადიოდა

სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს, არც ახლობლებს - ოჯახის წევრებს და ახლობლებს კარგი იქნებოდა ასეთი ძლიერი შთაგონება სააკაშვილზე მაშინ მოეხდინათ, როცა დანაშაულებს სჩადიოდა, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნას, რომელიც მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას დროს 30 აპრილის 18 საათამდე აძლევს.

მისივე თქმით, ის, რომ სააკაშვილი ვერ ეგუება ციხეში ყოფნას, ეს მისი და მისი ახლობლების პრობლემაა.

"პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ადარდებს არავის, მათ შორის, არც ახლობლებს, ეს ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როცა ეს სჭირდება ერთიან მოღალატეობრივ პარტიას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე როგორც უფლებრივი, უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ოჯახის წევრებს და ახლობლებს კარგი იქნებოდა ასეთი ძლიერი შთაგონება სააკაშვილზე მაშინ მოეხდინათ, როცა ის სჩადიოდა დანაშაულებს, რისთვისაც ახლა იხდის სასჯელს. საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველაფერი. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ასეთია - არ უნდა დააშავო, მაგრამ თუ დააშავებ, სასჯელი უნდა მოიხადო,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა