პაატა ზაქარეიშვილი - ჩვენ უნდა გადმოვიდეთ ბარიკადის აქეთ მხარეს, უკრაინის გვერდში დავდგეთ და მთელი მსოფლიო ჩვენ უნდა გვეხმარებოდეს, როგორც უკრაინას

უნიკალური შანსია, მსოფლიოს შევახსენოთ, რომ როცა უკრაინასა და რუსეთის ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი, ჩვენიც გაითვალისწინონ, იმიტომ რომ ჩვენთან რუსეთს ჯარების გაყვანის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი აქვს და რა გარანტია გვაქვს, ხვალ რუსეთი უკრაინასთან დოკუმენტს ხელს რომ მოაწერს, შეასრულებს, როცა ჩვენსას არ ასრულებს? - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას ადეკვატურად არ პასუხობს.

„ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ჩვენ ვერ ვპასუხობთ ადეკვატურად რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ უფრო მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ იმ მიმართულებით, სადაც უკვე ვიყავით აქტიურები. მაგალითად, მკაფიოდ და ცალსახად უნდა ვამბობდეთ, რომ ჩვენ დანარჩენი მსოფლიო კი არ ვართ, რომელიც უკრაინას მხარში უდგას და სოლიდარულია, არამედ ჩვენც უკრაინა ვართ და მთელი მსოფლიო ჩვენთან ერთად უნდა იყოს. ჩვენ უნდა გადმოვიდეთ ბარიკადის აქეთ მხარეს, უკრაინის გვერდში დავდგეთ და მთელი მსოფლიო ჩვენ უნდა გვეხმარებოდეს, როგორც უკრაინას.

რუსეთს საქართველოს წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ვალდებულებები აქვს აღებული, გაიყვანოს ჯარები. ის ამ ხელშეკრულებას ბევრი სხვა მიმართულებით ასრულებს, მაგალითად, ჟენევის ფორმატში მუშაობს. ეს ხელშეკრულება ცოცხალია, მკვდარი არაა. რუსეთი არ ასრულებს მხოლოდ ერთ პოზიციას, საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარები არ გაჰყავს. ამიტომ დღეს უნიკალური შანსია, მსოფლიოს შევახსენოთ, რომ როცა უკრაინასა და რუსეთის ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი, ჩვენიც გაითვალისწინონ, იმიტომ რომ ჩვენთან ხელი მოწერილი აქვს უკვე და რა გარანტია გვაქვს, ხვალ რუსეთი უკრაინასთან უკრაინისთვის მისაღებ დოკუმენტს ხელს რომ მოაწერს, რომ შეასრულებს, როცა ჩვენსას არ ასრულებს? ჩვენ უნდა ვიყოთ პაკეტში უკრაინასთან. არა მსოფლიოსთან, არამედ უკრაინასთან. ეს არის მთავარი გამოწვევა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას, "ქართულ ოცნებას" თავისი პოზიციები აქვს და აშკარად ჩანს, რომ ისინი ამ პოზიციას არ ეთანხმებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა