Optimo - მაღაზიის და გაყიდვების მართვის პროგრამა

მარაგების მართვა და კონტროლი რომ საკვანძო საკითხია ბიზნესის წარმატებისთვის, ეს უდავოა. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე სწორედ ამ მიმართულებაში იხარჯება ხოლმე დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი. თუმცა, ახლა უკვე არსებობს ციფრული ხელსაწყო ოპტიმო, რომელიც აღრიცხავს დახლებსა და საწყობში არსებულ პროდუქციას და მოგაწვდით ზუსტ მაჩვენებლებს ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ.

მაღაზიის პროგრამა, ასე მოიხსენიებენ ოპტიმოს, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის მაღაზიისა და კვების ობიექტებისთვის. იგი იძლევა დაზუსტებულ ინფორმაციას გაყიდვების, შესყიდვების, მარაგების შესახებ, ამარტივებს პროცესებს და მზა სტატისტიკებითა და ანალიტიკით კარნახობს ბიზნეს ოპერატორს, რა ტიპის ნაბიჯები გადადგას წარმატების მისაღწევად.

ოპტიმო ინტეგრირებულია rs.ge-თან, რაც ამარტივებს შესყიდვებს, ზედნადების ატვირთვის და დადასტურების პროცესს. მაღაზიის პროგრამა Optimo უკავშირდება სასწორს, სალაროსა და პოს ტერმინალს, რითაც ამარტივებს ნებისმიერი ტიპის პროდუქტის მოძებნას საწყობსა და დარბაზში სირბილის გარეშე.

ოპტიმო უადვილებს მუშაობას მოლარეს და აძლევს საშუალებას,

  • პროდუქცია გაატაროს არამხოლოდ შტრიხკოდით, არამედ დასახელებით, ფოტოთი;
  • გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება;
  • შეამოწმოს გაყიდვების ისტორია ნებისმიერ დროს;
  • არ ითვალოს ხელით მისი ცვლის ნავაჭრი

ოპტიმო არის Cloud-based პროგრამა, რაც იძლევა ბიზნესის დისტანციურად მართვის შესაძლებლობას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ ადევნოთ თვალი თქვენს ობიექტზე განვითარებულ მოვლენებს ისე, თითქოს ადგილზე იყოთ და არა რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით.

რამდენად მარტივია ოპტიმოს გამოყენება?

ოპტიმო გამოირჩევა მარტივი და მოსახერხებელი ფუნქციონალით, მისი დაყენებისთანავე თქვენ გეყოლებათ პერსონალური მენეჯერი, რომელიც თქვენ და თქვენს გუნდს ასწავლის როგორ გამოიყენოს პროგრამა და ნებისმიერი დაბრკოლების შემთხვევაში, დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში.

მაღაზიის პროგრამა ოპტიმო მუდმივად განახლებისა და დახვეწის პროცესშია, რითაც ერთი მხრივ აძლევს საშუალებას ბიზნესს, მუდმივად მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მეორეს მხრივ, უდგას გვერდში დანერგოს სიახლეები ბიზნესის მართვის პროცესში.

დაინტერესებულ პირს თუ კომპანიას შეუძლია, 14 დღე ისარგებლოს ოპტიმოთი სრულიად უფასოდ ისარგებლოს, მოირგოს პროგრამა და შემდეგ დაიწყოს თანამშრომლობა. როგორც წესი, იმ მომსახურების მიღება, რასაც ოპტიმო სთავაზობს ბიზნესებს, საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა, ამ შემთხვევაში სულ რაღაც 40 ლარად შეძლებთ გამოიყენოთ მაღაზიის პროგრამა და მიიღოთ ყველა ის სარგებელი, რაც მას აქვს.

ოპტიმოს უკეთ გასაცნობად ეწვიეთ საიტს optimo.ge, შეავსეთ და მოითხოვეთ დემო. ოპტიმო დააფიქსირებს თქვენს მოთხოვნას და გუნდის წევრები დაგიკავშირდებიან, რათა ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდონ თქვენთვის საინტერესო თემებზე.

(R)

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა