მარიუპოლში მყოფი 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური - ძალიან გვჭირდება მედიკამენტები, თითქმის აღარ დაგვრჩა

მარიუპოლში მყოფი 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინას განცხადებით, „აზოვსტალში“ სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას სცდება.

CNN-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ქარხნის საველე ჰოსპიტალზე რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის გამო, აღარ აქვთ მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და ადამიანებს „ძალიან ცოტა წყალი და საკვები დარჩათ“.

„საოპერაციო დარბაზს პირდაპირ დაარტყეს და მთელი საოპერაციო ტექნიკა, ყველაფერი რაც საჭიროა ოპერაციის ჩასატარებლად, განადგურებულია, ასე რომ, ჩვენ ვუმკურნალებთ ჩვენს დაჭრილებს,“- აღნიშნა ვოლინამ.

მისი თქმით, ძალიან სჭირდებათ მედიკამენტები, რადგან წამალი თითქმის აღარ დარჩათ.

„ჩვენ გვყავს ჯარის მედიკოსები და ისინი ყველაფერს აკეთებენ დაჭრილების მოსავლელად. არ გვაქვს ქირურგიული ხელსაწყოები. ასევე, ჩვენ ძალიან გვჭირდება მედიკამენტები. წამალი თითქმის აღარ დაგვრჩა“, - აღნიშნა ვოლინამ.

მისი თქმით, არ იცის, რამდენ ხანს გაუძლებენ.

„დანამდვილებით ვერ გეტყვით, რამდენ ხანს შეგვიძლია გავძლოთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მტრის მოძრაობაზე და ასევე იღბალზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ევაკუაციას განახორციელებენ, იმედი გვაქვს, პრეზიდენტი წარმატებას მიაღწევს ჩვენი ევაკუაციის ან გამოყვანის კუთხით, ჯერჯერობით მხოლოდ იმედი უნდა გვქონდეს და ვნახოთ, მოხდება თუ არა ეს“, - აღნიშნა მეთაურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა