კობა გვენეტაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, მააიკე ვან კოლდამს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური ვითარება, არსებული გამოწვევები, გლობალური რისკ ფაქტორები და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება განიხილეს. როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, საუბარი შეეხო რეგიონულ და გეოპოლიტიკურ რისკებს და შესაძლო ზეგავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

„კობა გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა ქართულ ფინანსურ სექტორზე და იმ საგანგებო ნაბიჯებზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ამ პერიოდში გადადგა და რომლის შედეგადაც საქართველოს საფინანსო სისტემამ სირთულეებს თავი წარმატებით გაართვა. ამასთან, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო