ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფონდის Standish Foundation for Children წარმომადგენლები არაშ ბაბაოფი, MD, CTrop (პედიატრი) და ბობიჯო პანსიერი, MPH, CTRS, CCLS (სერთიფიცირებული ჩაილდ ლაიფ სპეციალისტი) სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სტუმრებს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ხელმძღვანელი თამარ ზარგინავა და ფსიქო-სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა დოლიძე შეხვდნენ.
ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, რომლის მიზანია ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული ზრუნვის გაძლიერება და გაფართოება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ფსიქო-სოციალურ სერვისს სათამაშოები, წიგნები და საგანმანათლებლო რესურსები გადასცა.