ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცესკოს თავმჯდომარემ სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საპილოტე პროექტი, რომელიც საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს და პროექტის ძირითადი ასპექტები მიმოიხილა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საპილოტე რეჟიმში ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გასულ, რამდენიმე არჩევნებზე წარმატებით განხორციელდა. მისივე თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მოწონება დაიმსახურა ამომრჩევლების მხრიდან.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელექტრონული არჩევნების საპილოტე პროექტის მენეჯერმა ირაკლი ხორბალაძემ საპილოტე პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესი მიმოიხილა, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.

„საქართველოში, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ ცხადყო, რომ ამ საშუალებების გამოყენებას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. შესაბამისად, დღეს ჩვენ დავიწყეთ ფართო დისკუსია და განხილვა ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ. სწორედ დღეს წარვუდგინეთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს ანგარიში იმ მნიშვნელოვანი მიგნებების შესახებ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ორ აპრილს, ბათუმის საარჩევნო ოლქში 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნა გამოყენებული ამომრჩევლის ვერიფიკაციის აპარატები კომპლექსურად, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებთან ერთად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი წარმატებით შედგა, მიუხედავად იმ მცირედი ტექნიკური გამოწვევებისა, რომელიც ჩვენ ამ პილოტის ფარგლებში გამოვავლინეთ. ეს იყო საპილოტე პროექტი, შევიძინეთ შესაბამისი გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციის მიერ უკვე 5 არჩევნებისას გამოყენებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენების გამოცდილება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ ტექნოლოგიური საშუალებების ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთან, ღონისძიება დღეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი