საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს შეხვდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან გვერდით უდგას მოძმე ერს. უნივერსიტეტი ატარებს არაერთ საქველმოქმედო აქციას, რითაც გამოხატავს უკრაინელი ერის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორებთან საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ბატონი ანდრეი კასიანოვის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. მით უფრო, იმ ფონზე, როცა უკრაინიდან ლტოლვილი სტუდენტების გარკვეული ნაწილი საქართველოს აფარებს თავს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მეთაურის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებას საქართველო დახმარებოდა მოძმე სახელმწიფოს, ერთ-ერთი პირველი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოეხმაურა. ჩვენ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ ჩვენი დებისა და ძმების დასახმარებლად, საქველმოქმედო აქციებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პერმანენტულად აგრძელებს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის საგამომცემცემლო სახლის მიერ, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ავტორობით გამოცემული წიგნები. რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ფონდში გადაირიცხება.

სტუ-ის სტუდენტების სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, 14-15 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს საქველმოქმედო კონცერტს, სადაც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვიცაა მიწვეული.

შეხვედრის დასასრულ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა წარმომადგენელმა ანდრეი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს იმ გულწრფელი თანადგომისთვის, რასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატავს.

„ საუბარი მქონდა ამ მნიშვნელოვანი მაღალსაგანმანათლებლო დაწესებულების რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან, უნივერსიტეტის თანამშრომლებთან და სტუდენტებთან. კიდევ ერთხელ მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა სტუდენტის, მასწავლებლისა და თანამშრომლის მიმართ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებისთვის, რომელიც მიეწოდა უკრაინას და უკრაინელ ხალხს ამ ყველაზე რთულ პერიოდში. დღესაც, როდესაც მოვედით ამ ბიბლიოთეკაში, ვხედავთ, რომ ბევრი პროფესორი და მასწავლებელი ყიდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წიგნებს და მთელი ფული მოხმარდება უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას. როგორც ყოველთვის ვამბობთ, ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო. მადლობელი ვარ ყველასი, ყველა სტუდენტის გულუხვი მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად. რექტორთან ვისაუბრეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რუსეთ-უკრაინის ომის უკრაინის გამარჯვებით დასრულების შემდეგ, ჩვენ გვექნება გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები, რათა ვიხილოთ გაცვლითი პროგრამებით ჩამოსული მეტი უკრაინელი ბავშვი. ყოველთვის ვეუბნებით ჩვენს ბავშვებსა და სტუდენტებს, რომ არასდროს უნდა დანებდე, არასდროს შეჩერდე მიღწეულზე, უნდა გააგრძელო სწავლა, იყურო ჰორიზონტს მიღმა. ჩვენ უნდა ვესაუბროთ სტუდენტებს და ვიფიქროთ, როგორ გავხსნათ აზოვისა და შავი ზღვა, როგორ გავაგრძელებთ ვაჭრობას, რადგან ამჟამად საზღვაო მიმოსვლა სრულად ბლოკირებულია; როგორ გავვითარდებით, როგორ მოხდება ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, ნატო-სთან რა პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმებს შეგვიძლია, მივაღწიოთ, რათა ვიყოთ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს კულტურის პალატამ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი 25 მარტს გაგზავნეს. ჰუმანიტარული ტვირთის ადრესატი ივანო-ფრანკოვსკში მდებარე ვ. სტეფანიკის სახელობის კარპატისპირა ეროვნული უნივერსიტეტია, რომელთანაც ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობა აკავშირებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა