დიდი ბრიტანეთის ელჩი კიევში დაბრუნდა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში, მელინდა სიმონსმა ,,ტვიტერის" გვერდზე განაცხადა, რომ ის კიევში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.„გრძელი გზა იყო, მაგრამ მანძილის გავლა ღირდა. ძალიან კარგია, ისევ კიევში ყოფნა", - წერს სიმონსი.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას დელიში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბრიტანეთის საელჩო უკრაინის დედაქალაქში, ამ კვირაში გაიხსნება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს