ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხე ამ დრომდე ნარჩუნდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსების მიერ ნაწილობრივი ოკუპაციის გამო, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხე ამ დრომდე ნარჩუნდება, რის გამოც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოუწოდებს მისი განბლოკვისკენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სადგურზე იმყოფებიან როგორც უკრაინელი სპეციალისტები, ისე „როსატომის“ წარმომადგენლები რუსეთიდან.

მისი ინფორმაციით, რუსი სპეციალისტები სხვადასხვა საბაბით ცდილობენ იქიდან წასვლას, რადგან ვერ იგებენ, როგორც ფუნქციონირებს შიდა პროცესები, რომლებიც კომპიუტერიზებული იყო.

„ჩვენ გვთავაზობდნენ ჩვენთვის გადმოეცათ ჩვენივე ატომური ელექტროსადგური რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ და სამწუხაროდ, ამას გვთავაზობდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ უარი განვაცხადეთ. ტექნიკურად, დღეისთვის ვითარებას ვაკონტროლებთ, მაგრამ მეტნაკლებად, რადგან იქ შეიარაღებული „ბოევიკები“ დადიან. ჩვენ ველოდებით განბლოკვას. ოფიციალურად ვუთხარით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომ ეს მათ უნდა გააკეთონ", - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო