ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ყოველთვის ყველას მადლობელი ვიქნებით, ვინც ამ ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის გვერდით იდგა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებსა და გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებს ოქროს ვარსკვლავის ორდენები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცერემონია კიევში, მარიინსკის სასახლეში, უკრაინის გმირთა თეთრ დარბაზში გაიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღნიშნულ დარბაზში დააჯილდოვა ისინი, „ვისი წყალობითაც უკრაინა ცოცხლობს".

„ჩვენ ყოველთვის ყველას მადლობელი ვიქნებით, ვინც ამ ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის გვერდით იდგა. ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ თითოეულ მათგანს, ვინც უკრაინისა და თითოეული ჩვენგანისთვის სიცოცხლე გაწირა. რუსეთი იმედოვნებდა, რომ ჩვენ ხუთ დღესაც ვერ გავუძლებდით, მაგრამ იმ გმირების წყალობით, რომლებიც დღეს აქ არიან ჩვენ შორის, ჩვენი ერთიანობისა და თავისუფალი ცხოვრების სურვილის წყალობით, ჩვენ ვიბრძვით. ამ დარბაზში, სადაც სახელმწიფოს უმაღლეს სტუმრებს შევხვდით, ჩვენი გმირების მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ. უკრაინის გმირთა ამ თეთრ დარბაზში ვაჯილდოებთ მათ, ვისი წყალობითაც უკრაინა ცოცხლობს", - განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა