საქალაქო სასამართლო საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლომ ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2022 წლის 22 ივნისს გაიმართება.

„2022 წლის 29 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ, განიხილა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების გ.დ.-ს და ი.ა.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

გ.დ.-ს ბრალად ედება იძულება, განზრახ მკვლელობა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ხოლო ი.ა.-ს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა.

საქმის მასალების თანახმად, გ.დ.-მ მიმდინარე წლის 27 აპრილს, თბილისში, ე.წ. „დირსის დასახლებაში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახლიდან ჩამოტანილი ცივი იარაღით, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ჭრილობები მიაყენა 4 პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო დანარჩენი პირები გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში.

გ.დ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით, ტაქსიში ჩაჯდა, აღნიშნული ფაქტის შესახებ მოუყვა მძღოლს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა არ ეთქვა სამართალდამცველებისთვის.

მომხდარის შემდეგ, გ.დ. მივიდა ნათესავთან ი.ა.-სთან, რომელსაც ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ მოუყვა და დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორი დანა აჩვენა. ი.ა-მ, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, დანები მდინარე მტკვარში, ხოლო გ.დ-ს ტანსაცმელი, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარჩენების ურნაში გადაყარა.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა