უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 88,5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 88,5 მილიონი ევროს (93,54 მილიონი აშშ დოლარი, 74,46 მილიონი ფუნტი) ოდენობის გრანტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, უკრაინის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გრანტი სოციალური, ჰუმანიტარული და ჯანდაცვის საჭიროებებისთვის, ასევე ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული ადამიანების დასახმარებლად იქნება გამოყენებული.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდისგან მოსალოდნელია, დამატებით 495 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის მიღება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს