აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე აშშ-მა უკრაინის შეიარაღებული ძალების დამატებითი წვრთნა დაიწყო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე აშშ-მ უკრაინის შეიარაღებული ძალების დამატებითი წვრთნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს ძალისხმევა ეფუძნება საარტილერო საწყის წვრთნას, რომელიც უკრაინის ძალებმა სხვაგან უკვე გაიარეს და ასევე მოიცავს სწავლებას რადარის სისტემებსა და ჯავშანტექნიკაზე, რომლებიც ახლახან, უსაფრთხოების დახმარების პაკეტის ნაწილად გამოცხადდა", - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.

მათივე ინფორმაციით, კირბიმ განაცხადა, რომ გერმანია არის ერთ-ერთი „დაახლოებით სამი ადგილიდან“, რომელსაც აშშ უკრაინის ფარგლებს გარეთ, უკრაინის მოსამზადებლად იყენებს, მაგრამ დანარჩენ ადგილებს არ გაამჟღავნებს.

კირბიმ დასძინა, რომ სწავლების დიდ ნაწილს ფლორიდის ეროვნული გვარდია ჩაატარებს, რომელიც რუსეთის შეჭრამდეც ავარჯიშებდა უკრაინელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს