მარიუპოლის მერი - მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთელს მოსახლეობას,  მთავრობას,  ყველა მოქალაქეს, რომ დღეს უკრაინას ასე უჭერენ  მხარს

მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთელს მოსახლეობას, მთავრობას, ყველა მოქალაქეს, რომ დღეს უკრაინას ასე უჭერენ მხარს, - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ შეიქმნას დერეფანი და უამრავმა ადამიანმა მიიღოს შანსი, შეუნარჩუნდეს სიცოცხლე.

„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თქვენგან, თქვენი ხალხისგან ვიღებთ დიდ მხარდაჭერას, დიდ დახმარებას, როდესაც ჩვენ პირდაპირ რკალში ვართ რუსული აგრესიისა. მიმდინარეობს, არ წყდება მოლაპარაკება, ჩვენ შეიძლება ითქვას ვსულდგმულობთ იმედით ისევე, როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო და ველით სასიხარულო ცნობას, როდის მოვა ის წუთი, როდესაც გავიგებთ, რომ ასობით ადამიანი, უამრავი დაჭრილი მიიღებს შანსს, რომ შეიქმნას დერეფანი და შეუნარჩუნდეთ სიცოცხლე“, - განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.

მისივე თქმით, პირველი დღიდანვე მარიუპოლში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაანგრიეს ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, ის ადგილები, ობიექტები, რომლითაც მოსახლეობა შეიძლება გამოსულიყო ოკუპირებული ქალაქებიდან.

„მოსახლეობის თხოვნას, რომ გაეტარებინათ, ისინი პასუხობდნენ ცეცხლით. ქალაქი ბლოკადაშია. მხოლოდ და მხოლოდ 13 მარტს ჩვენ მოვახერხეთ პირველი დერეფანი გაგვეკეთებინა და ამის წყალობით მოვახერხეთ, რომ 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გამოგვეყვანა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მარიუპოლში 100 ათასზე მეტი მოქალაქეა, რომელიც ელოდება ამ საშუალებას, რომ მოხდეს მათი ევაკუირება, მაგრამ ისინი დაბლოკილი არიან 4 ე.წ. საფილტრაციო ცენტრით. ეს პროცედურა გრძელდება და შეიძლება გაიჭიმოს რამდენიმე თვის მანძილზე. დეპორტაციას ახდენენ სწრაფად დონბასის რესპუბლიკისაკენ, მაგრამ ძალზე ნელა ხდება ევაკუირება უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა