ვოლოდიმირ ზელენსკი - მე დავბერდი, მორალური თვალსაზრისით აბსოლუტურად მტკიცე ვარ, მე დავბერდი იმის ცოდნისგან, რაც არასდროს მინდოდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „დაბერდა". ამის შესახებ პრეზიდენტმა Time-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე დავბერდი. დავბერდი მორალურად, გონებრივად. ისე, მორალური თვალსაზრისით მე აბსოლუტურად მტკიცე ვარ. მე დავბერდი იმის ცოდნისგან, რაც არასდროს მინდოდა. ეს არის ცოდნა, რომელიც დაღუპულთა რაოდენობასთან და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ წამებასთან არის დაკავშირებული", - განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაკარგა თუ არა იუმორის გრძნობა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ "რა თქმა უნდა, არა!".

"შეუძლებელია, ამის დაშვება შეუძლებელია, ეს გადარჩენის საშუალებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირგვლივ ყველა დეპრესიაში იქნება და დეპრესიის შეგრძნება გამარჯვებისთვის კარგი გზა არ არის, გამარჯვების ხასიათზე უნდა იყო. რაც არ უნდა რთული იყოს, ეს არის მიზანი, მიზანი ნამდვილად არ არის წაგება. ასე რომ, თქვენ სისუსტის ან პანიკის გუნებაზე არ უნდა იყოთ. ერთიანობა უნდა იყოს ყველაფერში - თქვენს განწყობაში, თქვენს სიტყვებში", - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს