ვოლოდიმირ ზელენსკი - „ლენდ-ლიზი" და უკრაინის მხარდამჭერი სხვა პროგრამები არის კონკრეტული მტკიცებულება იმის, რომ თავისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია, ტირანიისგან თავი დაიცვას

„ლენდ-ლიზი" და უკრაინის მხარდამჭერი სხვა პროგრამები არის კონკრეტული მტკიცებულება იმის, რომ თავისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია, ტირანიისგან თავი დაიცვას, - ასე გამოეხმაურა მორიგ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის კონგრესის მიერ ე.წ. ლენდ ლიზის აქტის მიღებას.

პრეზიდენტი ზელენსკი, აღნიშნული აქტის მიღების გამო, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობას უხდის.

„მე მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, პრეზიდენტი ბაიდენისა და კონგრესის, ცნობილი "ლენდ-ლიზის" პროგრამის ანალოგისთვის, რომელიც რუსეთისა და რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დაგვეხმარება, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარა. დარწმუნებული ვარ, "ლენდ-ლიზი" ახლა უკრაინას და მთელ თავისუფალ სამყაროს დაეხმარება, რომ ნაცისტების იდეოლოგიური მემკვიდრეები დაამარცხონ, რომელთაც ჩვენს მიწაზე ომი დაიწყეს. "ლენდ-ლიზი" და უკრაინის მხარდამჭერი სხვა პროგრამები არის კონკრეტული მტკიცებულება იმის, რომ თავისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია, ტირანიისგან თავი დაიცვას", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 28 აპრილს, აშშ-ის კონგრესმა ე.წ. ლენდ-ლიზის აქტი მიიღო, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა უკრაინას დაეხმაროს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა