სალომე ჯაშის ფილმის ”მოთვინიერება” ჩვენება GIPA-ს Frontline Club Georgia-ში გაიმართება

სალომე ჯაშის ფილმის ”მოთვინიერება” ჩვენება GIPA-ს Frontline Club Georgia-ში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფილმის მსოფლიო პრემიერა Sundance-ის კინოფესტივალზე გაიმართა, ევროპული პრემიერა კი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “Berlinale Forum”-ზე შედგა.

ფილმი შეირჩა ევროპული კინოდაჯილდოვების ნომინანტად. ”მოთვინიერება” წარდგენილი იყოს მსოფლიოს 30-მდე კინოფესტივალზე.

29 აპრილს საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, სალომე ჯაშის ფილმის “მოთვინიერება” კინოს სახლში დაგეგმილი ჩვენებები გაუქმდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფილმის რეჟისორი, სალომე ჯაში GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული და GIPA-ს ლექტორია დოკუმენტური კინოს მიმართულებით. GIPA-ს ამავე პროგრამის კურსდამთავრებულებულები არიან ფილმის მკვლევარი თამარ მშვენიერაძე და ხმის ოპერატორი ანა დავითაშვილი, რომელიც Radio GIPA-ს ფროდაქშენ მენეჯერია.ფილმის ჩვენება GIPA-ს Frontline Club Georgia-ში 13 მაისს 20:00 საათზე გაიმართება.

ჩვენებას მოდერაციას გაუწევს ფილმის მკვლევარი თამარ მშვენიერაძე. ჩვენების შემდეგ კი გაიმართება Q&A ფილმის რეჟისორთან.

მისამართი: ლადო ასათიანის 62, Frontline Club Georgia/Radio GIPA

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა