სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა უკრაინასთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხია

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ფაქტობრივად ყოველდღიურად განიხილავენ შესაძლო შეთანხმების პროექტს ვიდეოკონფერენციის საშუალებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტო Xinhua-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამ დოკუმენტმა უნდა დააფიქსიროს პოსტკონფლიქტური მდგომარეობის ისეთი ელემენტები, როგორიცაა უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტი, არაბირთვული, უბლოკო და დემილიტარიზებული სტატუსი, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები. მოლაპარაკებების დღის წესრიგში ასევე შედის დენაციფიკაციის, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების, სანქციების მოხსნის, რუსული ენის სტატუსის და სხვა საკითხები,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინაში სიტუაციის დარეგულირება შესაძლებელს გახდის ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

„ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად გათვალისწინებულია გარანტორი სახელმწიფოების ინსტიტუტის შექმნა, რომელთა შორის, პირველ რიგში, არიან გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი. ჩინელ დიპლომატებს ვუზიარებთ ინფორმაციას მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიდის. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა პეკინს უკრაინასთან დაკავშირებით "დაბალანსებული პოზიციისთვის".

„მადლობელი ვართ პეკინის, ისევე როგორც სხვა BRICS-ის [ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა] სხვა პარტნიორების, მათი დაბალანსებული პოზიციისთვის უკრაინის საკითხზე“, - განაცხადა ლავროვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა