უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი დონბასში შეტევას აგრძელებს

მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, რათა დაამარცხოს გაერთიანებული ძალები, დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო გზა ოკუპირებულ ყირიმთან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი ახორციელებს საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს, არტილერიის გამოყენებით ბომბავს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას, ჩვენი ჯარების პოზიციებს კონტაქტის ხაზის გასწვრივ და სასაზღვრო რაიონებში. მიმდინარეობს გადაჯგუფება და გრძელდება საოკუპაციო ძალების გაძლიერება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სივერსკის მიმართულებით, რუსულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინული ძალების პოზიციებს კინდრატივკას, კატერინივკას, სვარკოვეს და ბილოკოპიტოვის დასახლებებში.

„სლობოჟანსკის მიმართულებით, მტრის ძალისხმევა მიმართულია დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაზე. ჯგუფის გაძლიერების მიზნით, მტერს ცალკეული შენაერთები ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიიდან ქალაქ იზიუმის ტერიტორიაზე გადაჰყავს. რუსული შენაერთები ცდილობდნენ შეტევის დაწყებას სულიჰივკასა და დოვჰენკეს დასახლებების მიმართულებით, მაგრამ უშედეგოდ. ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით თავისი ჯარების ჯგუფების დასაფარად, მტერი ცდილობს განათავსოს ძალები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში მტერი აგრძელებს შეტევას ლიმანზე (იამპოლის, ოზერნოეს, ლიმანის რაიონებში), ასევე სევეროდონეცკში, სადაც ცდილობს დაასრულოს რუბეჟნოეს, პოპასნაიის დაკავება და კურახივის (ოლენივკა და ნოვომიხაილივკა) მიმართულებებით. წარმატებები მიღწეული არ არის, ბრძოლა გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის ჯარების ნაწილების საარტილერიო დაბომბვა არ წყდება ზაპორიჟიეს მიმართულებით. რაც შეეხება იმ დანაკარგებს, რაც რუსულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში განიცადეს, გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მტრის თოთხმეტი შეტევა მოიგერიეს და 11 ტანკი, 7 საარტილერიო სისტემა, 28 ჯავშანმანქანა და 14 ავტომობილი გაანადგურეს. ამასთან, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის 10 საჰაერო სამიზნე - ერთი თვითმფრინავი და ოპერატიული და ტაქტიკური დონის 9 დრონი- გაანადგურეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს