რამადან ბაირამთან დაკავშირებული ტრადიციული იფთარი გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით, რამადან ბაირამთან დაკავშირებული ტრადიციული იფთარი-ვახშამი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად, რესტორან „ფუნიკულიორის“ წვეულებათა დარბაზში საქართველოს მთავრობის, მუსლიმი თემის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტებული მუსლიმური სახელმწიფოების ელჩები ესწრებოდნენ.

„პრემიერ-მინისტრმა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს რამაზანის თვე მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ქრისტიანული და მუსლიმანური სამყაროს მშვიდობიან და მეგობრულ თანაარსებობას, რაც მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ემყარება, ალტერნატივა არ გააჩნია და სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის. მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების როლს ქვეყნის აღმშენებლობაში, მუსლიმანებს მოახლოებული დღესასწაული რამაზან-ბაირამი წინასწარ მიულოცა და მათ სულიერი სიმშვიდე და კეთილდღეობა უსურვა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თვმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც აღნიშნა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება მუსლიმი თემის მიმართ და მას განსაკუთრებულ- უწოდა: ტოტალიტარული რეჟიმის დროს განცდილი დევნის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, მუსლიმი თემი, სომხურ, ებრაულ და რომაულ-კათოლიკურ თემთან ერთად, სახელმწიფოსაგან იღებს ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც წელს, პრემიერის გადაწყვეტილებით, 1000 000 ლარით გაიზარდა.

მიმდინარეობს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნებისა და რეგისტრაციის პროცესი. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს მუსლიმი თემის უნიკალურობას, რადგან ქართველი, აზერბაიჯანელი, ქისტი, ლეკი, ჩეჩენი მუსლიმანები, შიიტები და სუნიტები მშვიდობიანად თანაარსებობენ და მეჩეთში ერთად ლოცულობენ.

ღონისძიებას დაესწრნენ: აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მუსლიმთა შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, ეტიბარ ემინოვი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა