რუსეთი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. იგი იძულებული გახდა გააერთიანებინა და გადაენაწილებინა გამოფიტული შენაერთები, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
სამინისტროს ცნობით, რუსული შენაერთების უმეტესობა დასუსტებული და დემორალიზებულია.
„რუსულ ტაქტიკურ კოორდინაციაში ხარვეზები რჩება. ქვედანაყოფების დონის უნარების ნაკლებობამ და არათანმიმდევრულმა საჰაერო მხარდაჭერამ განაპირობა, რომ რუსეთს არ შეუძლია სრულად გამოიყენოს თავისი საბრძოლო მასა, მიუხედავად ლოკალიზებული გაუმჯობესებისა“,- ნათქვამია განცხადებაში.