ჯენ ფსაკი - თეთრმა სახლმა ინდონეზიას პირადად გადასცა, რომ რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე არ უნდა დაუშვან

თეთრმა სახლმა ინდონეზიას პირადად გადასცა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს „დიდი ოცეულის“ წლევანდელ სამიტში მონაწილეობის საშუალება, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სამიტამდე ჯერ კიდევ ექვსი თვე რჩება და არ დააკონკრეტა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას შეხვედრაში აშშ-ი

ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, თუმცა განაცხადა, რომ პოზიცია არის მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი სამიტს არ უნდა დაესწროს.

”პრეზიდენტმა ბაიდენმა საჯაროდ გამოხატა წინააღმდეგობა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობასთან დაკავშირებით,” - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თეთრ სახლს ესმის, რომ ინდონეზიამ პუტინი უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე მიიწვია.

შეგახსენებთ, გუშინ ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების მიწვევა მიიღო. „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზეა დაგეგმილი.

„ინდონეზიას „დიდი ოცეულის“ ერთიანობა სურს. არ დაუშვათ განხეთქილება. მშვიდობა და სტაბილურობა არის მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გასაღები“,- აღნიშნა ჯოკო ვიდოდომ .

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა