ჩინეთის საელჩო კონკურსს, სახელწოდებით „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“ ატარებს

ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნად და ჩინურ-ქართული მეგობრობის და ორ ერს შორის კავშირების გასაძლიერებლად, ჩინეთის საელჩო საქართველოში 2022 წლის მაისში ატარებს კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსს, სახელწოდებით „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“.

ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კალიგრაფიისა და ფერწერის მოყვარულებს და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისაც აინტერესებთ და მხარს უჭერენ ჩინურ-ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას.

ორგანიზატორი საქართველოში ჩინეთის საელჩოა. თანაორგანიზატორები თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი, მედია კომპანია „For You”, ინფორმაცია მონაწილეებისთვის.

1-22 მაისს, ნამუშევრების შეგროვება მოხდება, 23-29 მაისს ნამუშევრების განხილვა და შეფასება, ასევე, პრიზიორთა სიის გამოქვეყნება; 30 მაისი - 6 ივნისს გამარჯვებული ნამუშევრების ორიგინალების ჩაბარება მითითებულ მისამართზე.

„ნამუშევრების კრიტერიუმებია: 1.კალიგრაფიული და ფერწერული ნამუშევრები უნდა შეესაბამებოდეს ღონისძიების თემატიკას, ასახავდეს ჩინეთისა და საქართველოს მეგობრობას და უნიკალურ შემოქმედებით აზროვნებას; 2.კალიგრაფიული ნამუშევრები უნდა შესრულდეს ჩინური კალიგრაფიის რბილი ან მაგარი ფუნჯით.

ფერწერული ნამუშევრები მოიცავს: ტრადიციულ ჩინურ მხატვრობას („გო ხუა“), ზეთის, გუაშის, აკვარელის საღებავებით შესრულებულ, აკრილის, ცვილის, ფანქრით შესრულებულ და სხვა სახის ნახატებს. 3. კატეგორიები: ბავშვები (სკოლის მოსწავლეები) და მოზრდილები (სტუდენტები და საზოგადოების წევრები); 4. ნამუშევარი უნდა იყოს ერთი ავტორის მიერ შესრულებული ორიგინალი. დაუშვებელია პლაგიატი ან სხვა ნამუშევრების კოპირება და ისეთი სადავო შინაარსის გამოყენება მაგალითად, როგორიცაა რელიგია ან პოლიტიკა. თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი ნამუშევარი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ნამუშევრების წარდგენას, 1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრების სკანირებული ვერსია უნდა გააგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: chinageorgia2022@gmail.com

  1. ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 მბ-ს. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ სკანირებულ ფაილში გამოსახულება არის მკაფიო და სრულყოფილი.
  2. იმეილის სათაურში უნდა მიუთითოთ: „ნამუშევრის სახელწოდება - სახელი და გვარი - სწავლის საფეხური ან სამუშაო ადგილი - საკონტაქტო ტელეფონი“. იმეილის შინაარსში უნდა მიუთითოთ ორიგინალი ნამუშევრის ზომები.
  3. გთხოვთ შეინახოთ ორიგინალი ნამუშევარი. პრიზიორთა სიის გამოქვეყნების შემდეგ, გამარჯვებული ნამუშევრები მოთხოვნისამებრ უნდა მოგვაწოდოთ მითითებულ მისამართზე. ორიგინალი ნამუშევრის არმოწოდება ავტომატურად ჩაითვლება პრიზზე უარის თქმად.

ამასთან, ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, საპრიზო კატეგორიები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  1. ბავშვებში: I ადგილი - 1 პრიზიორი, II ადგილი - 2 პრიზიორი, III ადგილი - 3 პრიზიორი, საპატიოპრიზი - 5 პრიზიორი, წამახალისებელი პრიზი - განისაზღვრება კონკურსანტთა რაოდენობის მიხედვით 2. მოზრდილებში: I ადგილი - 1 პრიზიორი, II ადგილი - 2 პრიზიორი, III ადგილი - 3 პრიზიორი, საპატიოპრიზი - 5 პრიზიორი, წამახალისებელი პრიზი - განისაზღვრება კონკურსანტთა რაოდენობის მიხედვით.

ჩინეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ნამუშევრის საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს. ნამუშევრის წარდგენით, ავტორი ორგანიზატორს ანიჭებს ნამუშევრის გამოყენების უფლებას. ღონისძიების ორგანიზატორს შეუძლია გამოიყენოს ნამუშევრები და მათი სკანირებული ასლები გამოფენებში, პუბლიკაციებსა და საინფორმაციო აქტივობებში იმ პირობით, რომ ნამუშევრებში ცვლილებებს არ შეიტანს. ამ ღონისძიების საბოლოო ინტერპრეტაციის უფლება ეკუთვნის ღონისძიების ორგანიზატორს.

„ყველას, ვისაც გიყვართ კალიგრაფია და ფერწერა და მხარს უჭერთ ჩინურ-ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას, სიხარულით გიწვევთ კონკურსში „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“ მონაწილეობის მისაღებად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია