რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინული ავიაციის ორი ჭურვი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე მოხვდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინულ თვითმფრინავს ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალებას არ მისცა, ორი ჭურვი მოხვდა დასახლებაში, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა.

"დღეს დილით, 06:50 საათზე, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოაჩინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი. რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტის შეღწევის აღკვეთის მიზნით მოქმედებების შესრულებისას ორი ჭურვი დასახლებულ პუნქტ ჟეჩაში მოხვდა,“- განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„აფეთქების ტალღამ ნავთობტერმინალის ტექნოლოგიური შენობები დააზიანა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები,“- აღნიშნა გუბერნატორმა.

ცნობისათვის, ბრიანსკის ოლქი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 160 კილომეტრში მდებარეობს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს