ირაკლი ღარიბაშვილი - იმერეთის მასშტაბით „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 70 მლნ ლარზე მეტი იხარჯება, გვინდა, ყველა ქალაქი ევროპული ტიპის ქალაქებად ვაქციოთ

ქუთაისში ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები „განახლებული“ რეგიონების ფარგლებში, ჩვენი გეგმის მიხედვით, წლის ბოლოს უნდა დავასრულოთ პროექტი ქუთაისში, ჯამში 24 მილიონი ლარი იხარჯება, მათ შორის ეს ისტორიული პარკი იქნება სრულად აღდგენილი და განახლებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პარკის განახლების სამუშაოები წელსვე დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება, რაც ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ქუთაისის მცხოვრებლებისთვის.

„ზოგადად, მთელი იმერეთის მასშტაბით „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 70 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ჩვენი დაპირება იყო შარშან, რომ გვინდა, ყველა ქალაქი ევროპული ტიპის ქალაქებად ვაქციოთ, ეტაპობრივად დავიწყოთ ცენტრების რეაბილიტაცია და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შემოვიტანოთ ქალაქებში - სკვერები, პარკები, ზოგადად მთელი ეს რეკრეაციული სივრცეები უნდა განახლდეს და უფრო კომფორტული გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრება ქუთაისში და სხვა ქალაქებში“, - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა