ირაკლი ღარიბაშვილი - დავიწყეთ 800 სკოლის რეაბილიტაცია, ვმუშაობთ განათლების ხარისხის ამაღლებაზე, პედაგოგების პროფესიონალიზმზე

ჩვენ ვმუშაობთ, განათლების მინისტრი აქტიურად მუშაობს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა უნდა იყოს ხარისხიანი საშუალო განათლების მიცემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით, მისი გადაწყვეტილებით, დაიწყო 800 სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ამ კუთხით კლასიკური მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაფინანსებით შეიქმნა.

„მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ბოლო 30 წელი მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა, ჩვენივე ხელით ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას, მათ შორის ის უპასუხისმგებლო, მოღალატე და გამყიდველი პოლიტიკოსები, რომლებმაც დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, დღესაც მავნებლობენ. ჩვენი ხელით დავშალეთ ყველა სისტემა - ქარხნები, წარმოება, ინდუსტრია, ყველაფერი ჩვენ თვითონ მოვსპეთ, მათ შორის განათლების სისტემა, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო. ამას სჭირდება რა თქმა უნდა აქტიური მუშაობა. ჩვენ ვმუშაობთ, განათლების მინისტრი აქტიურად მუშაობს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა უნდა იყოს ხარისხიანი საშუალო განათლების მიცემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოგეხსენებათ, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ დავიწყეთ 800 სკოლის რეაბილიტაცია. ამას ემატება ის, რომ ვმუშაობთ განათლების ხარისხის ამაღლებაზე, გაძლიერებაზე, ჩვენი პედაგოგების პროფესიონალიზმზე, ამას ბუნებრივია დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ქუთაისში კლასიკური მაგალითია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაფინანსებით უნიკალური ახალი უნივერსიტეტი შეიქმნა. როცა მეუბნებით, რომ ახალგაზრდები ვერ სწავლობენ, ქუთაისის უნივერსიტეტი არის. ძალიან მაგარი უნივერსიტეტი არის შექმნილი ქუთაისში და ყველას, ვისაც აქვს უნარები და სურვილი, შეუძლია, ისწავლოს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს