პრემიერი - სააკაშვილის დროს, წყალტუბოს წყალი გასხვისდა, შეუძლებელი იყო იქ ინვესტიციის ჩადება - სახელმწიფომ აღნიშნული სიმდიდრე 8 მლნ დოლარად გამოისყიდა

სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს, წყალტუბოს წყალი გასხვისდა, შეუძლებელი იყო იქ ინვესტიციის ჩადება - სახელმწიფომ აღნიშნული სიმდიდრე 8 მლნ დოლარად გამოისყიდა. ეს საკუთრება ჩვენს ხელშია. ვაცხადებთ ტენდერს დასრულებული გენგეგმის ფარგლებში,- ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, წყალტუბო ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი უნდა გახდეს რეგიონში.

„წყალტუბოს გენგეგმა დასრულებულია. ჩვენ, ეს დოკუმენტი დავამტკიცეთ. კარგად გვაქვს გააზრებული ხედვა თუ როგორი უნდა იყოს ხვალინდელი დღის წყალტუბო. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენი მთავარი სიმდიდრე და წყალტუბოს სიმდიდრე - წყალი, კერძო საკუთრება იყო. სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს, წყალტუბოს წყალი გასხვისდა, კერძო ბიზნესმენზე გაასხვისეს.

ამიტომ, შეუძლებელი იყო იქ ინვესტიციის ჩადება. თუ წყალტუბოს წყალი არ არის ხელმისაწვდომი ბიზნესმენებისთვის, როგორ შეიძლებოდა იქ განვითარება. ჩემი გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ დეკემბერში, ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს, რომელიც მანამდე ფლობდა წყალტუბოს წყალს და სახელმწიფომ აღნიშნული სიმდიდრე 8 მლნ დოლარად გამოისყიდა. ეს საკუთრება ჩვენს ხელშია. მასში ვაცხადებთ ტენდერს დასრულებული გენგეგმის ფარგლებში. სასტუმროები სარელიზაციოდ გამოგვაქვს, დიდი ინტერესი არსებობს, რომ ბევრი ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას. წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი ჩვენ ქვეყანასა და რეგიონში“,-აღნიშნავს პრემიერი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ