მედია - გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალების მშენებლობის დაჩქარებას გეგმავს

გერმანიის მთავრობა გეგმავს ახალი კანონის დამტკიცებას, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის საიმპორტო ტერმინალების მშენებლობის დაჩქარებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო dpa ავრცელებს.

სააგენტო ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ გერმანიაში ბუნებრივი აირის ტერმინალების პროექტების დაჩქარების შესახებ კანონის მიზანია დამტკიცებისა და ლიცენზირების პროცედურების გავლა ბევრად უფრო სწრაფად გახდეს შესაძლებელია, ვიდრე არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს და ამ გზით, რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტზე გერმანიის დამოკიდებულების შემცირებაა.

გამოცემის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, ლიცენზირების უფლებამოსილ ორგანოებს მიეცემათ უფლება, დროებით შეაჩერონ გარკვეული მოთხოვნები, როგორიცაა გარემოზე ზემოქმედების შეფასება გარკვეულ გარემოებებში.

გერმანიამ მოხმარებული გაზის დაახლოებით 55%, ქვანახშირის 50% და ნედლი ნავთობის 35% მარტში რუსეთიდან შემოიტანა. გერმანია ჯერჯერობით, რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტს არ წყვეტს, რის მიზეზადაც მოსალოდნელ მძიმე ეკონომიკური ზარალს ასახელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა