საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს  შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების საკითხისადმი გამოხატული მაღალი ინტერესისთვის და ქმედებებისთვის.

„ მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-სომხეთის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკა.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს სომხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის მშიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობის შემდგომი განმტკიცების პროცესში“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა