ექიმთა დარგობრივი ასოციაციები და არასამთავრობო სექტორი სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანის საკითხზე მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, ევროპის საბჭოს და აშშ-ის კონგრესს მიმართავს

საქართველოს ექიმთა დარგობრივი ასოციაციები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, დიპლომატიურ კორპუსს, ასევე, ევროპის საბჭოს და აშშ-ის კონგრესს მიმართავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანის მიზნით საქართველოს ხელისუფლებაზე დღემდე არსებული ზეწოლის ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენონ.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მცირედი დაყოვნებაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის.

“ღრმა შეშფოთებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესულად მძიმედება. მას აღენიშნება მოძრაობის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება, მძიმე ნევროლოგიურ სინდრომთა ერთობლიობა და მუდმივი ტკივილის სინდრომი. ასევე, მკვეთრად გამოხატული ანემია. მიხეილ სააკაშვილს 50-დღიანი პოლიტიკური შიმშილობის შემდეგ რამდენიმე კომპეტენტური კომისიის მიერ დასმული აქვს ვერნიკეს ენცეფალოპათიის დიაგნოზი. საქართველოს სახალხო დამცველის მაღალკვალიფიციურ ექსპერთა ჯგუფმა გამოავლინა მთელი რიგი პათოლოგიები, რომელთა მკურნალობა ვერ მოხერხდება საპატიმროში. მათ შორის, კვების დარღვევა და კუჭნაწლავის ტრაქში აბსორბციის პრობლემები, ცილების მკვეთრი დეფიციტი, კუნთების ატროფია და კუნთური მასის მკვეთრი კლება, ფსიქოგენური ანორექსია. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი ვერ ღებულობს შესაბამის კვალიფიციურ დახმარებას, მის მკურნალობას აქვს მხოლოდ სიმპტომატური ხასიათი. ყველაფერი ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პატიმარი სააკაშვილი წინასწარი განზრახვით განწირულია შემდგომი ინვალიდიზაციის და შრომისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითებისთვის. პრეზიდენტ სააკშვილს გადაუდებლად ესაჭიროება მკურნალობის და შემდგომი რეაბილიტაციის კურსის ჩატარება დასავლეთის პროფილურ კლინიკაში. მცირედი დაყოვნებაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის. უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენოთ საქართველოს ხელისუფლებაზე დღემდე არსებული ზეწოლის ყველა შესაძლო ბერკეტი, რათა წერტილი დაესვას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და მიეცეს მას საშუალება მიიღოს შესაბამისი მკურნალობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ”, - ნათქვამია მიმართვაში.

პარლამენტის წინ შეკრებილებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით - “მიშას კლავენ”, “თავისუფლება მიშას”.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ