ირაკლი ქარსელაძე - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, იმერეთში 70 მილიონ ლარზე მეტის სამუშაოები მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, იმერეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, რაც ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას მოიცავს - საგზაო, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მშენებლობა, მუნიციპალური განვითარება, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„დღეს ქუთაისში დავათვალიერეთ პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე პროექტები, სადაც ფალიაშვილის ქუჩის მთლიანი განახლებაა დაწყებული. გარდა იმისა, რომ გათვალისწინებულია მთელი რიგი საინჟინრო ქსელების გაუმჯობესება, წესრიგდება სანიაღვრე სისტემები და ძლიერდება ენერგოეფექტურობის კომპონენტი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, იმერეთში 70 მილიონ ლარზე მეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარეობს სამუშაოები. გარდა ამისა, სატენდერო პროცედურებია დაწყებული 45 მილიონ ლარის ღირებულების პროექტებზე, რომელიც იმერეთის რეგიონსაც მოიცავს.

იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. ქუთაისში მიმდინარეობს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობისა და ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„უკვე ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და მზადდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების განახლებისთვის აუცილებელი პროცედურები. ასეთია მაგალითად, ქუთაისის ძველი, ისტორიული ბიბლიოთეკის შენობა. გარდა ამისა მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, ცენტრალური ბაღის სრული განახლებისათვის, სატრანსპორტო კვანძის, ავტოსადგომის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოსაწყობად, რაც უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას. ბაღის სრული განახლება დასრულდება 2023 წელს.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს