მიხაილო პოდოლიაკი - პირველი შემთხვევა არ არის, როცა გვიწევს იმაზე საუბარი, რომ რუსეთის წარმომადგენლებს ფაქტებსა და ფანტაზიებს შორის ზედმეტად დიდი დისტანცია აქვთ

პირველი შემთხვევა არ არის როდესაც გვიწევს იმაზე საუბარი, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ფაქტებსა და ფანტაზიებს შორის ზედმეტად დიდი დისტანცია აქვთ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავრროვის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებს შორის განიხილება დენაციფიკაცია, რუსული ენის სტატუსი და სანქციების გაუქმება.

ამასთან, როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, მას მოლაპარაკებების მაგიდასთან არც პირადად და არც ონლაინ რეჟიმში არ უნახავს სერგეი ლავროვი, ამიტომ როგორც პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებს, მას აკვირვებს ლავროვის მისწრაფება კომენტარი გააკეთოს იმაზე, რაშიც არ მონაწილეობს და რომელ საკითხსაც საფუძვლიანად არ იცნობს.

„მეორეც, „დენაციფიკაცია და რუსული ენა“ რუსულმა ჯარმა საკმაოდ კონკრეტულად „განიხილა“ უკრაინელებთან ბუჩაში, გოსტომელში, ხარკოვში, ვოლნოვახაში და, რა თქმა უნდა, მარიუპოლში. და ყველა შესაბამისი დასკვნა სამუდამოდ ჩაიწერა ისტორიაში უდანაშაულო უკრაინელების სისხლით“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, მიმდინარე მოლაპარაკებებში ცალსახად არ განიხილება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების საკითხი.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ არ მოგვარებულა ამ სანქციების შემოღების მიზეზი. თანაც ცხადია, რომ სანქციების საკითხი არ შეიძლება განიხილებოდეს უკრინასთან ყველა სხვა ქვეყნის მონაწილეობის გარეშე, რადგან სანქციები შემოიღო მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ რუსეთის ბარბაროსული საქციელის საპასუხოდ. და სწორედ ყველა ჩვენმა პარტნიორმა უკრაინასთან ერთად უნდა გადაწყვიტოს, როდის და როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სანქციებთან მიმართებით“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა უკრაინასთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო