ალექსეი არესტოვიჩი - ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტებს - რამდენიმე ასეული დამპყრობელი დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტებს ხარკოვის რეგიონში. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ასეული დამპყრობელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი ავრცელებს. მისივე თქმით, გარდაცვლილები უფროსი ოფიცრები არიან.

ამასთან, არესტოვიჩმა კომენტარი გააკეთა საჰაერო სადესანტო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ ა.დ. სიმონოვის შესაძლო გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც მედიაში დღეს დილით გავრცელდა. პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ზოგიერთი მონაცემით, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს, საჰაერო სადესანტო ძალების შტაბის უფროსი ლიკვიდირებულია.

ამასთან, არესტოვიჩის თქმით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის გადაადგილება უკვე ოთხი დღეა არ შეინიშნება, სანაცვლოდ რუსეთის მიმართულებით გაყავთ დიდი რაოდენობით დაშავებულები და გარდაცვლილები. „დიდი რაოდენობით დაზიანებული ტექნიკა, დაჭრილები და დაღუპულები მიჰყავთ უკან. დაღუპული ბევრია", - განაცხადა არესტოვიჩმა.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია