ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ჯარის სარდლობა ემზადება დიდი დანაკარგებისთვის და ამზადებს დამატებით მაცივრებს ცხედრების შესანახად

რუსეთის ჯარის სარდლობა ემზადება ახალი დიდი დანაკარგებისთვის და ამზადებს დამატებით მაცივრებს ცხედრების შესანახად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, იმ ქვედანაყოფებში, რომლის პირადი შემადგენლობა იყო თითქმის სრულად განადგურებული ან არსებითად დასუსტებული მარტსა და აპრილში, ახდენენ ახალი მებრძოლების რეკრუტირებას, რომლებსაც აქვთ სუსტი მოტივაცია და სუსტი საბრძოლო გამოცდილება.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციაში უბრალოდ სურთ საჭირო რაოდენობის მებრძოლების მოგროვება, რათა ამ ქვედანაყოფების საბრძოლველად გაგზავნა შესაძლებელი გახდეს.

„რუსეთის სარდლობას მშვენივრად ესმის, რომ ათასობით რუსი მებრძოლი იქნება მოკლული ან დაჭრილი უახლოეს კვირებში. რუსი მეთაურები ატყუებენ თავის ჯარისკაცებს, როდესაც ეუბნებიან, რომ მათ ელოდებათ რაიმე სერიოზული პასუხისმგებლობა ბრძოლაზე უარის თქმისთვის და ამასთან არ უყვებიან, მაგალითად, რუსი ჯარის მიერ ახალი მაცივრების მომზადებაზე ცხედრების შესანახად. არ ყვებიან, რა ახალ „გეგმურ“ დანაკარგებს ელოდებიან გენერლები. ყველა რუს ჯარისკაცს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. ჯობია რუსეთში გადარჩეთ, ვიდრე ჩვენს მიწაზე დაიღუპოთ“, - მიმართა ზელენსკიმ რუს სამხედროებს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა