საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 287 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 670 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 72 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 170-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.85%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 161 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 198.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 810 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 72 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 41 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 7, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 2, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 1, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 136 საიდანაც, 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 166, აჭარაში - 7, იმერეთში - 75. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 68 პირი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 8. 849 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა