აზერბაიჯანი სომხეთს საზღვრისპირა რაიონში მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, რასაც სომხეთი უარყოფს

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა ბასარქეჩიარსკის საზღვრისპირა რაიონის დასახლებული პუნტიდან - იუხარი შორჯადან მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს, რომელიც დისლოცირებულია ქელბაჯარის რაიონის დასახლებულ პუნქტ ზაიალიკში. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ საპასუხო ადეკვატური ზომები მიიღო. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას შორის დანაკარგი არ არის.

„ამ დროისთვის აღნიშნული მიმართულებით ვითარება სტაბილურია, ოპერატიული მდგომარეობა ჩვენი ქვედანაყოფის სრულ კონტროლს ექვემდებარება“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული უწყების ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მითითებული მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნია.

სამინისტროს ინფორმაციით, ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილურია და სომხეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშ არის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო