პროფკავშირების გაერთიანება დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავს

პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.აქციის მონაწილეები საქართველოში არსებული შრომის უფლებების გაუმჯობესებას მოითხოვენ და ამავე მოთხოვნით შესაბამის 8-გვერდიან მანიფესტს საქართველოს მთავრობას გაუგზავნიან.

ამასთან, მოქალაქეებმა კანცელარიის წინ საყოფაცხოვრებო ნივთები შეაგროვეს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს სოლიდარობის ნიშნად დაურიგდებათ.

პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, აქციის რამდენიმე მთავარ მოთხოვნას მინიმალური ხელფასების ზრდა, უმუშევრობის შემწეობის შემოღება, გენდერული დისბალანსის აღმოფხვრა და დეკრეტული შვებულების დარეგულირება წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო