ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რიგი ქვეყნებისთვის რუსეთში გამარტივებული წესით ვიზების გაცემა უქმდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ევროპის რიგი ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემას აუქმებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.აღნიშნული კანონი ვრცელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის და შვეიცარიის მოქალაქეებზე.

კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონი ვრცელდება დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებზე, ასევე ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, ეროვნულ და რეგიონალურ მთავრობებზე, საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებზე, ასევე ჟურნალისტებზე.

მანამდე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის ბრძანება „სავიზო ხასიათის საპასუხო ზომების შესახებ უცხო ქვეყნების არამეგობრულ მოქმედებებთან დაკავშირებით“. ამ ბრძანებით ჩერდება ნორმა, რომლითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს შეეძლოთ რუსეთში უვიზოდ შესვლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა