სომხეთში ოპოზიცია ხვალიდან ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციებს იწყებს

2 თებერვალს, 08:30 საათიდან ჩვენ დავიწყებთ მასშტაბურ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის საპროტესტო აქტებს. დავიწყებთ სომხეთის ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ჩამორთმევის პროცესს. ეს არ არის ხელისუფლების ხელში ჩაგდება, ეს არის ღირსეული სომხეთის მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება. გამოდით საბრძოლველად და მოაშორეთ პროთურქული ხელისუფლება - სომხეთის, მთიანი ყარაბაღის, სომეხი ხალხის გულისთვის, - ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ და პარტია „დაშნაკცუთიუნის“ უმაღლესი ორგანოს წარმომადგენელმა იშხან საღათელიანმა სომხეთის დედაქალაქში დღეს გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერევანში „საფრანგეთის მოედანზე“ კარვებიც გაშალეს.

საღათელიანმა აღნიშნა, რომ ფაშინიანმა ხალხის ნდობას უღალატა და უნდა წავიდეს.

მანვე 2 მაისიდან სომხეთში ბევრი ქუჩის გადაკეტვა დააანონსა.

ის თანამოქალაქეებს, მათ შორის სტუდენტებს, ხვალიდან ლექციების ბოიკოტისკენ და შრომითი გაფიცვისკენაც მოუწოდებს. ო

პოზიციის საპროტესტო აქციას დღეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად, შეუერთდა.

"ხალხზეა დამოკიდებული, შეიცვლება თუ არა რამე ქვეყანაში. დიდი რწმენაა, რომ შეიცვლება. ასე რომ, ყველა ერთად, მოდით მოედანზე!", - განუცხადა ჟურნალისტებს ქოჩარიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთში ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთელი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემის გეგმაში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც მთავრობის მეთაურმა, გასულ თვეში, დეპუტატებს განუცხადა, რომ "საერთაშორისო საზოგადოება სომხეთს მოუწოდებს, ყარაბაღის მიმართ მოთხოვნები შეამციროს".

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი