დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

დანია და შვედეთი აცხადებენ, რომ რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია.

მომხდარის გამო ორივე ქვეყანამ რუსეთის ელჩები დაიბარა.

დანიის თავდაცვის სარდლობის ცნობით, სადაზვერვო თვითმფრინავი დანიის საჰაერო სივრცეში მოკლე დროით იმყოფებოდა და დანიის F-16 თვითმფინავები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ.

"რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად მიუღებელი და არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპ კოფოდმა.

ცნობისათვის, დანია ნატო-ს წევრია, შვედეთი კი ალიანსში გაწევრიანებას ახლა განიხილავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა