აშშ-ის პირველი ლედი რუმინეთსა და სლოვაკეთს ესტუმრება

აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ამ კვირაში რუმინეთსა და სლოვაკეთში გაემგზავრება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, პირველი ლედი გამოხატავს მხარდაჭერას დევნილი უკრაინელი ოჯახების მიმართ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა, რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებული სისხლისღვრისა და ძალადობის გამო.

ჯილ ბაიდენი ვიზიტის დროს შეხვდება საზღვარგარეთ დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროებს, ასევე ორივე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს.

პირველი ლედი რუმინეთში ხუთშაბათს ჩავა და Mihail Kogalniceau-ს საავიაციო ბაზას ესტუმრება, სადაც სამხედროებს შეხვდება. შაბათს კი ბუქარესტში შეხვედრებს გამართავს რუმინეთის მთავრობის წევრებთან, ასევე ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებთან.

აშშ-ის პირველი ლედი შემდეგ სლოვაკეთში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, შემდეგ კი კოშიცესა და ვისნე ნემეკეში უკრაინელ ლტოლვილებს და იმ სლოვაკებს შეხვდება, რომლებმაც უკრაინიდან ჩასული ოჯახები შეიფარეს. 9 მაისს, ბაიდენი ვიზიტს სლოვაკეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრით დაასრულებს.

ცნობისათვის, რუმინეთში უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი ნაკადი ჩავიდა პოლონეთის შემდეგ. სლოვაკეთს კი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონს შეადგენს, 250 000-ზე მეტმა უკრაინელმა შეაფარა თავი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა