ერევანში პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

ერევანში, ტიგრან მეცის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სიტუაცია დაძაბულია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების უკან დახევა დაიწყო. ხალხი სკანდირებს „ნიკოლი მოღალატეა!"

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ერევანში დღეს დილით დაიწყო. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომას მოითხოვენ. ამ დროისთვის დედაქალაქში 14 ქუჩაა გადაკეტილი.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს