ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ რამადან-ბაირამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს რამადან-ბაირამს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სულიერი განწმენდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დიდი დღესასწაული.

„საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ რამადან-ბაირამს - ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას, სულიერი განწმენდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დიდ დღესასწაულს.

ჩვენ საუკუნეებია ერთად, ძმობითა და მეგობრობით ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს, ერთი გვაქვს აწმყო და ერთად უნდა შევქმნათ მომავალი. ამიტომ, თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ვუერთდები თქვენს ზეიმს და მშვიდობას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს